ჰიუსტონი: ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი.
ბოლო 50 წლის მანძილზე ტეხასში ყველაზე ძლიერმა სტიქიამ ძალიან დიდი ზარალი გამოიწვია, შექმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურული სიტუაცია.
ამჟამად ქარიშხლის დონემ მეოთხე კატეგორიიდან 1-მდე დაიწია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.