საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება
loader

Breaking news

საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

  • საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია)  მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხს ცერნში, რაც მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. კერძოდ, ჩვენს მეცნიერებს  შეეძლებათ საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროცესში, რომელიც ცერნში მიმდინარეობს, ხოლო ჩვენს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება ექნებათ იქ გააგრძელონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

როგორც ცნობილია, ცერნი ეს არის უდიდესი ლაბორატორია, სადაც უამრავი ექსპერიმენტი ტარდება მაღალი ენერგიის ფიზიკაში. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ეგიდით წარმოებული ყოველი სამუშაო არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში საქართველოს სახელით ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა  ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს კიდევ უფრო აამაღლებს", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე