Facebook-ის პრიორიტეტების ცვლილების გამო ცუკერბერგის ქონება დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა
loader

Breaking news

Facebook-ის პრიორიტეტების ცვლილების გამო ცუკერბერგის ქონება დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა

  • Facebook-ის პრიორიტეტების ცვლილების გამო ცუკერბერგის ქონება დაახლოებით 33 მილიარდი დოლარით შემცირდა

სან-ფრანცისკო: მარკ ცუკერბერგის მიერ სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, Facebook-ის დამაარსებლის ქონება დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის ახალი ამბების პოლიტიკას ცვლის. ინიციატივის მიხედვით, Facebook-ზე მნიშვნელოვნად შემცირდება სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდება ოჯახის წევრებისა და მათთვის ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.

ცვლილებები რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე