უკრაინამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა
loader

Breaking news

უკრაინამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

  • უკრაინამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა
  • უკრაინამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა
  • უკრაინამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

კიევი: უკრაინამ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის მონაწილეობით ფრთოსანი რაკეტა პირველად გამოსცადა. 

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რაკეტა კიევის საკონსტრუქციო ბიურომ "ლუჩ"-მა სხვა უკრაინული სახელმწიფო და კერძო კომპანიების მონაწილეობით შექმნა.

მისივე ცნობით, ფრთოსანი რაკეტები "აგრესორის შესაკავებლად მნიშვნელოვანი ფაქტია".

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით კი, რაკეტას ზუსტად შეუძლია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო მიზნის მიღწევა. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე