გიორგი ბარამიძე - სააკაშვილის ექსტრადიციის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ
loader

Breaking news

გიორგი ბარამიძე - სააკაშვილის ექსტრადიციის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ

  • გიორგი ბარამიძე - სააკაშვილის ექსტრადიციის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ
  • გიორგი ბარამიძე - სააკაშვილის ექსტრადიციის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ
  • გიორგი ბარამიძე - სააკაშვილის ექსტრადიციის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ

კიევი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიცია განხორციელდეს, თუმცა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გეგმებში მოვლენების მსგავსი განვითარება არ შედის. რატომ სურს საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში დარჩენა და როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ამის შესახებ Front News International-ს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ესაუბრა.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები გრძელება, პარალელურად კი თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსწრებლად სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გია ბარამიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებების ინტერესები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემთხვევა.

"პუტინთან დაპირისპირება არა ახლა, არამედ დიდი ხნის წინ დაიწყო, რადგან სააკაშვილმა მოიგო როგორც გონებით, ასევე ქმედებებით. 2008 წელს პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ტანკებით გამოვიდა, არსებობს დოკუმენტები, როდესაც კონდოლიზა რაისმა გაერო-ს სხდომაზე ლავროვს უთხრა, რომ საქართველოში შეჭრის მიზანი მათ შორის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. ეს ბრძოლა გრძელდება. რეალურად სააკაშვილის გაჩერება - ღმერთმა ნუ ქნას, მხოლოდ ტყვიას შეუძლია, ვერც პოლიტიკური საშუალებებით, ვერც პიარკამპანიებით მისი შეჩერება ვერ შეძლეს, ვერც აქამდე და ვერც მომავალში შეძლებენ", - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი აბსურდული ბრალდებით გაასამართლა, რამდენადაც მან შეწყალების შესახებ მისი ექსკლუზიური უფლება გამოიყენა.

გამოძიებამ აქცენტი გააკეთა შსს-ს ოთხ ოფიცერზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რის გამოც ისხდნენ საპატიმროში. თუმცა რუსეთთან ომის შემდეგ 2009 წელს სააკაშვილმა თავდაცის სამინისტროს, შსს-ს და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 133 წარმომადგენელი შეიწყალა.

"მათ შორის აღმოჩნდა ეს ოთხი თანამშრომელი და იმის გამო გაასამართლეს, რომ მან კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვერ აღმოაჩინეს ვერც ფული, ვერც სხვა სამართალდარღვევა, ვერც კორუფცია იმ პერიოდში, როდესაც ის იყო პრეზიდენტი", - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა სააკაშვილის მომხრეები მის საქართველოში ექსტრადაციას, ბარამიძემ აღნიშნა, რომ უკეთესის იმედი აქვთ, თუმცა ყველაზე ცუდისთვისაც ემზადებიან.

"ყველაზე ცუდისთვისაც ვემზადებით და გვაქვს ყველა სცენარი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ბევრი მოქალაქის რისხვას გამოიწვევს. იმას არ ვამბობ, რომ სააკაშვილი ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც ყველა მხარს უჭერს, რადგან, როდესაც ადამიანი ასე პირდაპირ ებრძვის კორუფციას და კრიმინალს, არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ამაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ბევრს ის არ უყვარს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით რა გააკეთა სააკაშვილმა საქართველოში, როგორ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს ფაქტია, სწორედ მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი, ქართული პოლიცია, პროკურატურა, დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმირება", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადასახადების შემცირების ფონზე საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. ასევე, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოს ეკონომიკა 4 მლრდ დოლარი იყო, 2012 წელს კი, როდესაც სააკაშვილის გუნდა არჩევნები წააგო, ეკონომიკა 16 მლრდ დოლარს შეადგენდა, ანუ ოთხჯერ გაიზარდა, ახლა, ივანიშვილის პირობებში კი - 15 მლრდ-ია, ზრდა არ გრძელდება.

"ამას ხედავენ უკრაინის მოქალაქეებიც და უკრაინასაც ასეთი ლიდერი სჭრიდება, ადამიანებს ესმით, რომ მიხეილი სერიოზულად არის განწყობილი ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. სწორედ აქ წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის. თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, ყველაფერი, რაც საქართველოში გავაკეთეთ, დაიკარგება, ამიტომ ვართ ასე დაკავშირებული ერთმანეთთან. თუ უკრაინა ჩამოიშლება, საქართველოც მასთან ერთად. ამიტომ არის ეს ჩვენი ინტერესი, რომ უკრაინას გამოუვიდეს ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა", - განაცხადა ბარამიძემ.

ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ადრე თუ გვიან უკრაინის მოქალაქეობას დაიბრუნებს.

"მისთვის მთავარია ჰქონდეს შესაძლებლობა, გუნდს დაეხმაროს. მას სურს, რომ უკრაინელებმა თავად უხელმძღვანელონ ქვეყანას და მისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინა წინ წავიდეს", - აღნიშნავს პოლიტიკოსი. 

სააკაშვილის გარდა, უკრაინას და საქართველოს კიდევ აქვთ საერთო - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამისთვის შესაძლო ვარიანტად ბარამიძე ორივე ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ასახელებს.

"როდესაც გერმანია ნატო-ში გაწევრიანდა და მეორე ნაწილი ოკუპირებული იყო, ომი დაიწყო? არა. როდესაც საქართველო და უკრაინაში ნატო-ში შევლენ, რუსეთს ოკუპაციის გაგრძელების ნაკლები მოტივაცია ექნება. ეს ნათლად ჩანს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მაგალითზე. ეს რეგიონები რუსეთისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო ტერიტორიაა, მაგალითად, ცხინვალის რეგიონი რუსეთის ტერიტორიის 0,0001%-ია. რუსეთს არ სჭირდება უკრაინის და საქართველოს ტერიტორიები, ის ოკუპაციას იყენებს როგორც ჩვენს ხელისუფლებებსა და ხალხზე ზეწოლის ბერკეტს, რათა შეაშინოს და დააშანტაჟოს ისინი, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთის გავლენის ორბიტაზე დააბრუნოს. როდესაც ჩვენ უკვე ნატო-ში ვიქნებით, ის ვეღარ შეძლებს უკრაინის და საქართველოს მიტაცებას", - აცხადებს ბარამიძე. 

როდესაც საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები იქნებიან, დასავლეთის რეაქცია გაცილებით მეტი იქნება.

"იცვლება სტატუს-ქვო ჩვენს სასარგებლოდ, თუ დასავლეთს არ სურს რუსეთის აგრესიის სამომავლო სტიმულირება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულოს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუცია, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდნენ", - განაცხადა ბარამიძემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე