SpaceX-მა კოსმოსში Falcon Heavy-ის რაკეტა Tesla-სთან ერთად გაუშვა
loader

Breaking news

SpaceX-მა კოსმოსში Falcon Heavy-ის რაკეტა Tesla-სთან ერთად გაუშვა

  • SpaceX-მა კოსმოსში Falcon Heavy-ის რაკეტა Tesla-სთან ერთად გაუშვა
  • SpaceX-მა კოსმოსში Falcon Heavy-ის რაკეტა Tesla-სთან ერთად გაუშვა

კიევი: კომპანია SpaceX-ის რაკეტა  NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან Falcon Heavy წარმატებით გაეშვა.

რაკეტას თან მიაქვს ელონ მასკის კუთვნილი ავტომობილი Tesla Roadster, რომელშიც მანეკენი მძღოლი "სტარმენი“ ზის. 

რაკეტას უნდა ჩამოშორდეს სამი გაქანების ბლოკი, მათგან ბოლომ Tesla მზის ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს. გეგმის მიხედვით, გაქანების ყველა ბლოკი დედამიწაზე უნდა დაეშვას, ხოლო თავად ავტომობილი მზის გარშემო მიემართება.

თუ ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა, ავტომობილი კოსმოსში იმოძრავებს ასობით მილიონი, შესაძლოა, მილიარდობით წლის განმავლობაშიც კი.

რაკეტა-მატარებელი Falcon Heavy შექმნილია ორბიტაზე მძიმე - 64 ტონამდე ტვირთის გასატანად. Falcon Heavy-ის პირველი გაშვება 2017 წელს იგეგმებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე