სომხეთის ელჩი - მეოცე საუკუნემდე აზერბაიჯანლები მსოფლიო ისტორიის მონაწილეები არ იყვნენ
loader

Breaking news

სომხეთის ელჩი - მეოცე საუკუნემდე აზერბაიჯანლები მსოფლიო ისტორიის მონაწილეები არ იყვნენ

  • სომხეთის ელჩი - მეოცე საუკუნემდე აზერბაიჯანლები მსოფლიო ისტორიის მონაწილეები არ იყვნენ

კიევი: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ სომხეთის დედაქალაქი ერევანი მისი ქვეყნის ტერიტორიის ისტორიული ნაწილია. ამ განცხადებას გამოეხმარა როგორც სომხეთი, ასევე საქართველო და ევროკავშირი. სომხეთის ელჩი უკრაინაში ანდრანიკ მანუკიანი Front News International-თან საუბრობს როგორი გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამას მთიან ყარაბაღზე და იმ მიზნებზე, რომელიც ილჰამ ალიევს აქვს როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ასევე ზოგადად.

- ეს წინასაარჩევნო რეალობაა თუ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ესკალაციის სურვილი?

- აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსი აბსურდული განცხადების კომენტირება უმადური საქმეა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ამათუიმ ტერიტორიის ისტორიულ კუთვნილებაზე. როგორც ჩანს, ილჰამ ალიევი მოატყუეს მისმა ისტორიკოსებმა და მრჩევლებმა, სხვაგვარად ასეთი უცოდინრობის გამართლება რთულია.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ანტისომხური განცხადებების მიზანი პირველ რიგში, ხმამაღალი, ურანაციონალისტური თეზისების გახმაურებაა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში. პოლიტიკური პრობლემები, რომლის წინაშეც აზერბაიჯანი დგას, არ უტოვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას არჩევანს, გარდა ასეთი "ხმამაღალი" განცხადებებისა, რომ მისი ხალხის ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს.

- აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის განცხადებაში სწორედ რომ თავის ისტორიკოსებს ეყრდნობოდა

- დიახ, "თავის" ისტორიკოსებს. მოდით, გავაკეთოთ, შედარებითი ანალიზი. უცხოურ წყაროებში სომხების და სომხეთის ისტორიას მინიმუმ 5000 წლის ისტორია აქვს. უძველესი სომხეთის ან სომხური სახელმწიფოს არსებობის უარყოფა შეუძლებელია. რამდენიმე ფაქტიც საკმარისია: სომხებმა 301 წელს პირველებმა მსოფლიოში მიიღეს ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია, ესეიგი ამ დროს უკვე არსებობდა სომხური სახელმწიფო და სხვათაშორის ცოტა ხნის წინ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ამ თარიღის 1700 წლის იუბილე. მსოფლიო არქივებში ინახება მილიონობით დოკუმენტი სომხების, ძველი სომხეთის და მისი დედაქალაქის, მათ შორის ერევნის შესახებ. ახლა ვცადოთ და ვნახოთ, თუ არის სადმე ნახსენები "უძველესი აზერბაიჯანი" მეოცე საუკუნემდე, გარწმუნებთ, ვერ იპოვით, რადგან ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა,  ყველაფერი კი, რასაც მითიურ "უძველეს აზერბაიჯანს" მიაწერენ, ბანალურად მითვისებული ან ამ ქვეყნის მატყუარა ისტორიკოსების მიერ გაყალბებულია. 

- ანუ, თქვენი აზრით, აზერბაიჯანს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია უძველესი ერი ეწოდოს?

- როგორ უნდა ჰქონდეს ამის პრეტენზია, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენ რეგიონში მოხვედრილი მომთაბარე ტომებისგან? ის, რასაც ეყრდნობიან ე.წ. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, ეს არის მსოფლიო ისტორიისგან აღებული და გაყალბებული  კულუტურული მემკვიდრეობა ირანელების, სომხების, ქართველების, ლეზგინების, ლეკების, თალიშების, ქურთების, მაგრამ არანაირად "აზერბაიჯანლების".

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. სომხურ ანბანს 1500 წლის ისტორია აქვს, მაშინ როცა "აზერბაიჯანმა" პირველი ოფიციალური ანბანი მეოცე საუკუნის დასაწყისში მიიღო. სცადეთ იპოვოთ წყაროებში, არ აქვს მნიშვნელობა - ბერძნული, რომის, სპარსული, თუნდაც ჩინური, თუ სადმეა თუნდაც ერთხელ "აზერბაიჯანელი ერი" მოხსენიებული 190-20 საუკუნემდე. ჩემი რჩევაა არ მოძებნოთ, ვერ იპოვით, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. 

- მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლება ისტორიის კორექტირების შესახებ პირდაპირ აცხადებს. ალიევის განცხადება ამის მორიგი დადასტურებაა?

- აზერბაიჯანის ხელისუფლება უკვე 25 წელია, ხელოვნურად "აძველებს" თავისი ახალგაზრდა ერის ისტორიას, ამ ქვეყნის პოლიტიკოსები არც მალავენ, რომ ისტორიის გაყალბება სახელმწიფო პროგრამაა. ამ უმადურ საქმეში იხარჯება ასობით მილიონი დოლარი, იწერება წიგნები, იღებენ ფილმებს და ეს ტყუილების მასიცი მოწოდებულია, ლეგიტიმურობა მისცეს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომელიც სომხების კუთვნილებაა.  

სხვათაშორის, რომელი "უძველესი აზერბაიჯანის" ისტორიაზეა საუბარი, როდესაც ამ ქვეყნის დასახელებაც კი პირველად გასული საუკუნის დასაწყიში გამოჩნდა. არ არის საჭირო ისტორიკოსობა იმისთვის, რათა იცოდე, რომ თავად სახელწოდება "აზერბაიჯანს" ირანული ფესვები აქვს. გაყალბებული ისტორიული ფაქტები ისეთ მარაზმამდე დადიან, როგორიცაა მაგალითად, სრულიად სერიოზულად ამტკიცებენ, რომ კრემლი ააშენეს "დიდმა აზერბაიჯანმელმა არქიტექტორებმა".

- სომხეთი ნამდვილად ერთ-ერთი უძველესი ერია, მაგრამ ერევანი შუა საუკუნეებში ხელიდან ხელში გადადიოდა სხვადასხვა მმართველობების დროს, მათ შორის ისმაილ პირველის დროს, რომელიც დაიბადა ირანის რეგიონში, რომელსაც აზერბაიჯანი ეწოდება. ეს ხომ არ შეიძლება იყოს ალიევის განცხადების მოტივაცია. 

- 2018 წლის შემოდგომაზე სომხეთის დედაქალაქი, ქალაქი ერევანი 2800 წლის იუბილეს აღნიშნავს. ერევნის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული 782 წელს აშენებულ ციხე ერებუნთან. რიგი ავტორიტეტული ისტორიკოსების აზრით, ერევნის სახელწოდება პირდაპირ უკავშირდება სომხურ ეტიმოლოგიას და დაფუძნებულია ნოეს ბიბლიურ ლეგენდაზე არარატის მთაზე. 

აზერბაიჯანული მხარე თავის პრეტენზიებისას ეფუძნება უძველესი ქალაქ ერევნის ისტორიის ერთ ეპიზოდს, კერძოდ, 15-16 საუკუნეებში ჩვენი ქალაქის მიტაცებას სპარსი და ოსმალი დამპყრობლების მიერ. ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიევი "მონღოლურ-თათრული ქალაქია", მხოლოდ იმიტომ, რომ 1240 წელს შტურმით აიღეს მონღოლებმა და მერე მონღოლო-თათრებმა კიევში რაღაც ააშენეს.

უკრაინის ისტორიული ფაქტების თანახმად, სომხები უკრაინაში იქამდე ათასი წლით ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე თავად სახელწოდება "აზერბაიჯანი". 

ბუნებრივია, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების ვერავის ატყუებენ. სომხური ისტორიული მემკვიდრეობის მაგალითები მხოლოდ უკრაინაში ათობით ათასია, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მოძმე უკრაინელ ხალხს ჩვენი საერთო მემკვიდრეობისადმი ასეთი დამოკიდებულებისთვის. 

- ალიევის განცხადება შეიძლება, მთიან ყარაბაღს უკავშირდებოდეს?

- აზერბაიჯანის ხელმძღვანელმა თავისი პრეტენზიით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსი გაამჟღავნა -  ეს არის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რეგიონში მცხოვრები სომხების განადგურებისკენ. სხვათაშორის, ეს არის მსგავსი შინაარსის პირველი განცხადება, რამდენიმე წლის წინ ალიევმა სომხები აზერბაიჯანლების მტრად გამოაცხადა. აზერბაიჯანის მიზანმიმართული ანტისომხური პროპაგანდა, ტყუილი და გაყალბება ეჭვს არ უტოვებს ადამიანებს, რომ ეს არ არის კონფლიქტი მიწაზე, ტერიტორიაზე, მისი მიზეზი მხოლოდ სომხების უფლებაა იცხოვრონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში - სომხეთსა და არცახში (ყარაბაღში). 

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ, რომ რიგი უცხოელი პოლიტიკოსების ან ევროპარლამენტარების მოსყიდვა რომც შეძლონ, რათა ჩვენ "ოკუპანტი" გვიწოდონ, ვერ შეძლებენ მსოფლიო ისტორიის გადაწერას, რადგან 20 საუკუნემდე აზერბაიჯანლები მსოფლიო ისტორიის მონაწილეები არ იყვნენ.





იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე