ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარს "პატარა ინციდენტს" უწოდებს
loader

Breaking news

ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარს "პატარა ინციდენტს" უწოდებს

  • ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარს პატარა ინციდენტს უწოდებს

კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას  გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო "პატარა ინციდენტი“. 

"უკრაინაში საომარი მდგომაროება ყირიმის მიერთებისა და დონბასში კონფლიქტის დროსაც კი არ გამოუცხადებიათ. ეს კი მხოლოდ პატარა ინციდენტი იყო“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

„უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი დაბალია. ის მეხუთე პოზიციას იკავებს ამ რეიტინგში. მას მეორე ტურში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. ამიტომ აუცილებელია რაღაცის გაკეთება, სიტუაციის დაძაბვა და ოპონენტებისთვის ისეთი ბარიერის შექმნა, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე