პარიზში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

პარიზში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

  • პარიზში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

კიევი: პარიზში, საცხოვრებელ სახლში, ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 27, მათ შორის სამი მეხანძრე.

ხანძარი საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 რაიონში, რვასართულიან შენობაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეშვიდე და მერვე სართულებზე გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადარჩენის მიზნით სახურავზე ავიდნენ.

ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ და ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე. მათ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ხალხი ევაკუირებულია მიმდებარე შენობებიდანაც. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

პარიზის მე-16 რაიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე