"ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად"
loader

Breaking news

"ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად"

  • ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად

თბილისი: ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA) წარადგინეს.

ამის შესახებ ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი წერს.

"ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად!!! როდესაც დავიწყე ამ ფილმზე გამოკვლევა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდი! ვერც კი ვიოცნებებდი, რომ შევხვდებოდი ამ ბიჭს, რომელიც ასე მამაცად და უანგაროდ მიუძღვნიდა საკუთარ სხეულსა და სულს ფილმს, რომელიც ორივემ ვიცოდით, რომ ძალიან პროვოკაციული იქნებოდა მის სამშობლოში. ჩვენ ერთად შევედით საქართველოს ისტორიაში და ამით მუდმივად დაკავშირებული ვიქნებით. მიყვარხარ ლევან გელბახიანო, შენ შთამაგონებ ყოველ დღე!" - წერს ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი.

ლევან გელბახიანი 8 ნოემბერს მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე