საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია
loader

Breaking news

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

  • საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

თბილისი: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია. 

გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. 

ვიზიტის ფარგლებში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია. 

გარდა ამისა, გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე