რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი დაიღუპნენ
loader

Breaking news

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი დაიღუპნენ

  • რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი დაიღუპნენ

თბილისი: რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი.

"ნისანისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ერთი მოზარდია. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე