ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა
loader

Breaking news

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

  • ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

კიევი: ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციელმა დემონსტრანტს ესროლა, რის შედეგადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ინციდენტი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის Facebook-ტრანსლაციაში მოხვდა.

შემთხვევა კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც მომიტინგეები სარკინიგზო მაგისტრალის ბლოკირებას ცდილობდნენ.​ ​კადრებზე ჩანს, რომ დემონსტრანტებთან ხელჩართული ჩხუბის შემდეგ პოლიციელმა ნიღბიან მამაკაცს ესროლა და მუცლის არეში დაჭრა. ამის შემდეგ პოლიციელი სხვა დემონსტრანტების მისამართით კიდევ ორჯერ ისვრის, თუმცა მოხვდა თუ არა მისი ნასროლი ტყვია ვინმეს, ამ ეტაპზე უცნობია.

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე