პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა
loader

Breaking news

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

  • პატრიარქმა მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა

თბილისი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად ყვავილები ჩაუშვეს.

მანამდე კი, მეტეხის ხიდზე ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

გადმოცემის თანახმად, ამ დღეს 100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე