თურქეთში წარმოშობით ჩეჩენი ფეხბურთელი ზაურ სადაევი გაუჩინარდა
loader

Breaking news

თურქეთში წარმოშობით ჩეჩენი ფეხბურთელი ზაურ სადაევი გაუჩინარდა

  • თურქეთში წარმოშობით ჩეჩენი ფეხბურთელი ზაურ სადაევი გაუჩინარდა

კიევი: თურქული "ანკარაგიუჯუს" წარმოშობით ჩეჩენი ფეხბურთელი ზაურ სადაევი კვირაზე მეტია, გაუჩინარდა, - ამის შესახებ თურქულ მედიასთან კლუბის მწვრთნელმა მუსტაფა კაპლანმა განაცხადა.

"მას ვერაფრით ვუკავშირდებით. 7-8 დღის წინ უნდა დაბრუნებულიყო გუნდში, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. რადგან მასთან კონტაქტს ვერ ვამყარებთ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ამის შესახებ გვესაუბრა", - განაცხადა კაპლანმა თურქულ გამოცემა "Milliyet"-თან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან თანამშრომლობა აღარ სურს, რის გამოც მწვრთნელთან კავშირზე არ გადის.

"გადავწყვიტე, აღარ ვითამაშო ამ კლუბში, კონტრაქტი შეწყვეტილი, ეს არის სულ", - დაწერა სადაევმა ინტრაგრამზე.

საიტ "ჩემპიონატის" ინფორმაციით, თურქულ კლუბს ფეხბურთელისთვის რამდენიმე თვეა, ხელფასი არ გადაუხდია.

ჩეჩნეთის მკვიდრი, 30 წლის სადაევი "ანკარაგიუჯუში" 2019 წლის თებერვლიდან ირიცხება. მანამდე, თავდამსხმელი გროზნოს "ახმატის", ებრაული "ბეითარისა" და პოლონური "ლეხის"ღირსება იცავდა, რომელიც 2015 წელს პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

სადაევი "ანკარაგიუჯსთან" კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე