თბილისი: ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი იაპონიის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ბექა ღვინიშვილმა (90კგ) ფინალში უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22-24 ნოემბერს გრან სლემი იმართება.
შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი მონაწილეობს.