"კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას"
loader

Breaking news

"კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას"

  • კონტრაქციები ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას

თბილისი: სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირება ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს და გამოსავალი პოლიტიკური კონსენსუსია.

"მიმაჩნია, რომ კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცველების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის. ასეთი დამოკიდებულება და მითუმეტეს ამ ბოლო დროს კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ალტერნატიულ საარჩევნო მოდელებზე, რაც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ახლა, მთელი წლის განმავლობაში ჩანდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება კონტრდემონსტრანტების მიმართ არაეფექტურია.

"ჩვენ ვხედავთ არა მარტო ამ აქციებზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე მართავდნენ აქციებს. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს, თუ დავინახავთ შესწავლის შედეგად, რომ იყო პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობა და არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირების ზომებს გამოვიყენებთ”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე