"ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს"
loader

Breaking news

"ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს"

  • ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს

თბილისი: ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

"დღეს არის ბედნიერი დღე, ტაძრად მიყვანება ღვღისმშობლის. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანისათვის, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. მასზე ბევრია დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, წუთისოფელში ცხოვრება დროებითია და ის არაფერია სამუდამო სასუფეველთან შედარებით.

"უნდა შედგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა. ხშირად ისმის ადმიანებისგან, დედამიწაზე ბედნიერი ვიყოო და იქ რა იქნება, არ მაინტერესებსო. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან. ჩვენ სიყვარული უნდა გვქონდეს მათთან, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს. მითუმეტეს, ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. ადამიანში ფერისცვალება ხდება. დღეს ღვთისმშობლად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რათა ღირსი გავხდეთ ტაძრად შეცვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარში, საუფეველში, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ღვთისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე