თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
loader

Breaking news

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

  • თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე წარმოდგენილი ოთხი საკითხიდან საკრებულოს წევრებმა სამს უყარეს კენჭი, მათ შორის ცვლილებებს 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე პირველი ჯგუფის უსინათლოთა დახმარებასა და ეპილეფსიით ან პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალურ პროგრამებში დაფინანსების მოცულობის გაზრდას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს გასული ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2019 წელს ბიუჯეტში მხარდაჭერილია: გაზრდილი სოც–პროგრამები, რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტები, ამბულატორიების რემონტი, სკოლების რეაბილიტაცია, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა.

მისივე თქმით, 2019 წელს სოციალური პროგარმები 13-მდე გაიზარდა, დამტკიცდა ახალი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონეთა დახმარების პროგრამა, რომელთაც თვეში 50–ლარიანი შემწეობა დაენიშნათ. ამ პროგრამით უკვე 8 მოქალაქე სარგებლობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე