"ტარიფი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს"
loader

Breaking news

"ტარიფი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს"

  • ტარიფი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს სხვა შემთხვევაში შეიძლება თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს

თბილისი: "თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, ტარიფი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს.

მისივე თქმით, კომპანია მოგებას ვერ ნახულობს, გაუარესდა მომსახურების ხარისხი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია 500-მდე მძღოლმა დატოვა.

"ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას.

ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს, რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით", – განაცხადა დავით ასანიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე