ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
loader

Breaking news

ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

  • ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისი: ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

"დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“,- აცხადებენ შსს-ში.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება წაშალა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე