ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
loader

Breaking news

ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

  • ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

კიევი: ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

საპარლამენტო კოალიციის შესაქმნელად დადგენილი ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა. ამ ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა კონკურენტმა, ბენი განციმ კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს.

ამასთან ერთად, პოლიტიკოსები ძალაუფლების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ, 2020 წლის 2 მარტს ჩატარდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ბენი განცის პარტიამ „ლუჯი და თეთრი“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 33 სავარძელი მოიპოვა. პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს  პარტია „ლიკუდმა“ 120-მანდატიან პარლამენტში 32 მანდატი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი პოლიტიკოსებს 61-მანდატიანი კოალიციის შექმნა იყო საჭირო.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად პარტია „ლურჯი და თეთრი“  37 მანდატს მოიპოვებს, პარტია „ლიკუდი“ კი 33 მანდატს მიიღებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე