"მსოფლიო მოიგო, მაგრამ არავინ დააფასა, მარტო ოჯახი დახვდა"
loader

Breaking news

"მსოფლიო მოიგო, მაგრამ არავინ დააფასა, მარტო ოჯახი დახვდა"

  • მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა მარტო ოჯახი დახვდა

თბილისი: ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი” საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. ის მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში მხოლოდ ოჯახის წევრები დახვდნენ. ამის შესახებ World Of Sport Legends-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერეს.

“მარტო ოჯახი დახვდა.. მსოფლიო მოიგო, მაგრამ არავინ დააფასა. მერე რომ გამოვა სხვა ქვეყნის სახელით დაიწყება მოღალატეაო, დავაფასოთ ბიჭი”, – წერია World Of Sport Legends ფეისბუქ გვერდზე.

ტურნირში ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა – მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა.

შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე