ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

  • ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

კიევი: ბოლო მონაცემებით, ტაიფუნმა "ფანფონმა“ ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

სტიქია ფილიპინებს 25 დეკემბერს დაატყდა თავს, ქარის სიჩქარემ 197კმ/სთ-ს მიაღწია. "ფანფონს" მეორე კატეგორია მიენიჭა.

ტაიფუნმა ათასობით სახლი გაანადგურა და ელექტროენერგიის ბოძები მოგლიჯა, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

16 ათასმა ადამიანმა შობის ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარა, ევაკუირებულთა რაოდენობა კი 4 ათასს აღემატება.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე