ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და "ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა
loader

Breaking news

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და "ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

  • ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და ლიკუდის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

კიევი: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და პარტია „ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

ოფიციალური მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიის წევრების 72,5 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, გიდეონ საარმა კი მხოლოდ 27,5 პროცენტი მიიღო.

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ისრაელის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის თვითდათხოვნას დაუჭირა მხარი. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 2 მარტს ჩაინიშნა. ეს ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები იქნება. 

ისრაელის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიზეზი მასში უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი კონკურენტის, ბენი განცის უშედეგო მცდელობა იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე