ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი სოლეიმანი დაიღუპა
loader

Breaking news

ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი სოლეიმანი დაიღუპა

  • ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი სოლეიმანი დაიღუპა

კიევი: ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი, სპეცდანიშნულების დანაყოფის "ქუდსის" ხელმძღვანელი ქასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ინფორმაცია უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

სოლეიმანი ერაყში ირანელი სამხედროების მრჩეველების საქმიანობას ხელმძღვანელობდა, იყო "ქუდსის" ლიდერი, რომელიც სამხედრო და აგენტურულ დაზვერვაზეა პასუხისმგებელი. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასული წლის აპრილში სოლეიმანი "ტერორისტად" მოიხსენია.

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა 2 იანვარს განხორციელდა. ერაყში შიიტურმა ამბოხებულებმა საკუთარი 5 წევრის და 2 "სტუმრის" დაღუპვის შესახებ განაცხადეს, დაღუპულთა შორის არიან ამბოხებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მუჰამედ ალ-ჯაბირი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა 12 ერაყელი სამხედრო. ბაღდადის აეროპორტი შეტევის შემდეგ დაიხურა, შეჩერებულია ფრენები. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე