ირანის სარაკეტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია
loader

Breaking news

ირანის სარაკეტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

  • ირანის სარაკეტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

კიევი: ირანის სარაკეტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"როიტერის“ ინფორმაციით, ამერკელი მაღალჩინოსნის აზრით, უცნობია ეს საბრძოლო მზადყოფნა შეტევისთვის სჭირდებათ, თუ თავდაცვითი ხასიათისაა.

მისივე თქმით, აშშ ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

3 იანვარს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ დარტყმა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ ქვეყნებს შორის სიტუაცია დაიძაბა. აშშ და ირანი ერთმანეთს თავდასხმებით ემუქრებიან.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე