აშშ-ში ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

აშშ-ში ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • აშშ-ში ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევი: აშშ-ში ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ამის შესახებ The New York Times წერს.

პაციენტი ადრე ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში დაფიქსრიდა. ჩინეთში ვირუსით გამოწვეულ პნევმონიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. სულ დაავადებულთა რიცხვი 300-ს აჭარბებს.

დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და უხანიდან ჩასული მგზავრების სამედიცინო შემოწმება დაიწყო.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ახალი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინას ამუშავებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე