ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
loader

Breaking news

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

  • ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

კიევი: ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც - ბოლო მონაცემებით 440 შემთხვევაა დადასტურებული. 

ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში, ასევე ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში დაფიქსირდა.

ვირუსი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც 2019-nCoV, კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ინფექციის ნიშნები მოიცავს რესპირატორულ სიმპტომებს, ცხელებას, ხველას, ქოშინს და სუნთქვის გაძნელებას.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე