კორონავირუსის გამო პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა
loader

Breaking news

კორონავირუსის გამო პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

  • კორონავირუსის გამო პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

კიევი: ახალი ტიპის კორონავირუსის გამო პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.

აღნიშნული ზომა ვირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევების დროს, 14 დღის განმავლობაში, კარანტინის მკაცრი რეჟიმის შემოღებას, სატრანსპორტო კვანძებისა და ინფრასტრუქტურის სანიტარული ინსპექციის გაძლიერებას, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც კომიტეტში განმარტეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში საგანგებო ზომებს მიიღებენ.

ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულია 900.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე