საფრანგეთი და აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ
loader

Breaking news

საფრანგეთი და აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ

  • საფრანგეთი და აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ

კიევი: საფრანგეთი და აშშ ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და საკუთარი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციას განახორციელებს. 

საფრანგეთის საკონსულო უხანში ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად საკუთარი მოქალაქეების ქალაქიდან გასაყვანად ავტობუსებს გამოყოფს.  

საკუთარი მოქალაქეების გაყვანის შესახებ განაცხადა ვაშინგტონმა. სახელმწიფო დეპარტამენტი სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ რეისზე ლიმიტირებულ ადგილებს უხანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს.  პრიორიტეტი მიენიჭება იმ ამერიკელებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადების რისკჯგუფში შედიან.

26 იანვარს დაგეგმილია ჩარტერული რეისის შესრულება, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს, მათ ოჯახებს და სხვა ამერიკელებს, სულ 230 ადამიანს უხანიდან გაიყვანს. 

ახალი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე