ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა
loader

Breaking news

ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა

  • ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შესაძლოა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა

კიევი: ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ინფორმაციას ტელეარხი "ტოლონიუსი" ავრცელებს.

ტელეარხი ავიაკატასტროფის ადგილიდან კადრებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავი დაიწვა. ჩანაწერში ასევე ერთ-ერთ ძრავზე ნიშანი ჩანს, რომელიც უჩვენებს, რომ თვითმფრინავი  აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის.

ავღანურმა ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-მ უარყო ინფორმაცია კომპანიის ლაინერის კატასტროფის შესახებ, რომლის ბორტზეც 83 ადამიანი იმყოფებოდა. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ დღეს ყველა მათი რეისი წარმატებით შესრულდა.

ასევე ავღანური ტელეარხი 1TVNews ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შესაძლოა, ერთ-ერთ უცხოუ ავიაკომპანიას ეკუთვნოდეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა