ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

კიევი: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. 

მედიკოსების ინფორმაციით, 27 იანვარს ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებულად 4 515 ადამიანს აქვს. 

ჩინეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 976 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული და რესპირატორული პრობლემების მქონე იყო.

ასევე ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, 6973 ადამიანს ვირუსის ნიშნები აქვს.

60 ადამიანმა გამოჯამრთელების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები დატოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე