ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 6000-მდე ადამიანი
loader

Breaking news

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 6000-მდე ადამიანი

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა ინფიცირებულია 6000-მდე ადამიანი

კიევი: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6 000-ს აღწევს. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. 

ვირუსის გავრცელების პიკი კიდევ 10 დღე გაგრძელდება.

საშიში ვირუსის კიდევ სამი შემთხვევა დააფიქსირეს გერმანიაში. ინფიცირებულები ერთი კომპანიის თანამშრომლები არიან. ამ შემთხვევაში, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა კანადაშიც. ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც ვანკუვერში გასული კვირაში უხანიდან დაბრუნდა.

ჩინეთში უახლოეს ხანში ჩავლენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც ვირუსს შეისწავლიან და საერთაშორისო რეაგირების ფორმებზე იმსჯელებენ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე