ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბის საფრთხედ გამოაცხადა
loader

Breaking news

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბის საფრთხედ გამოაცხადა

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბის საფრთხედ გამოაცხადა

კიევი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას საერთაშორისო მასშტაბის საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. გადაწყვეტილება ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

"ვაცხადებ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობას ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის გამო", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის გამოცხადება ჩინეთისთვის უნდობლობის გამოცხადებას არ ნიშნავს.

”ჩვენ ახლა ბევრად მეტი შემთხვევა გვექნებოდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების და შესაძლოა, გარდაცვალებისაც, რომ არა მათი ხელისუფლების ძალიხმევა, ასევე პროგრესი, რომელსაც მიაღწიეს, რათა დაიცვან როგორც საკუთარი ხალხი, ასევე ადამიანები მსოფლიოში", - განაცხადა გებრეიესუსმა.

ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ მიიჩნევს, რომ ვისურის გამო ტვირთებისა და ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე