დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა
loader

Breaking news

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

  • დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

კიევი: ​დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის. ოფიციალური განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ქვეყნის მოქალაქეები ლონდონსა და სხვა ქალაქებში ამ მოვლენას სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ.

Brexit-ის შეთანხმება ძალაში უკვე შევიდა და პირველი თებერვლიდან 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი იწყება, ამ ხნის განმავლობაში, ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წესებს დაემორჩილება, თუმცა ევროპული ბლოკის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

პროცესი საბოლოოდ 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 47 წლის განმავლობაში იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე