იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება
loader

Breaking news

იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება

  • იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება

კიევი: იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. 

"ბიბისის“ ცნობით, გემზე, რომლის მგზავრების ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. 

საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. მგზავრებს ბორტის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ისინი 14-დღიან საკარანტინო პერიოდს სავარაუდოდ, გემზე გაატარებენ.

ათივე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 490 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 24 000-ზე მეტია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე