აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
loader

Breaking news

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

  • აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თბილისი: აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება.

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლებით 5 329 460 ადამიანი სარგებლობს.

125-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 1314 კანდიდატი იბრძვის, მათგან 246 პოლიტიკური პარტიებმა, 11 კი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, დანარჩენები დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.

საპარლამენტო არჩევნებზე 77 790 ადგილობრივი და 883 უცხოელი დამკვირვებელია აკრედიტებული.

წინასწარი პროგნოზებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველ პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე