ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
loader

Breaking news

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

  • ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თბილისი: საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

გუშინ ტურნირის ფინალში იური ლომაძე გერმანელ მეტოქესთან ანგარიშით 2:6 დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. ამირან შავაძემ კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუს სპორტსმენს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებში ვერცხლის მედალი იური ლომაძემ და ლევან არაბულმა მოიგეს, ამირან შავაძე და ნუგზარ წურწუმია კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

ხვალიდან ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე