ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრის აპარატში ავტოსატრანსპორტო ხარჯების ნაკლოვანებები გამოვლინდა
loader

Breaking news

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრის აპარატში ავტოსატრანსპორტო ხარჯების ნაკლოვანებები გამოვლინდა

  • ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის არ-ის მინისტრის აპარატში ავტოსატრანსპორტო ხარჯების ნაკლოვანებები გამოვლინდა

თბილისი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში ავტოსატრანსპორტო ხარჯების ნაკლოვანებები გამოავლინა. 

"მინისტრის აპარატი 2015 წლის 28 სექტემბრამდე, არ აწარმოებდა სამსახურებრივი მანქანის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალს, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში წარმოებული ჟურნალის შესწავლით დადგინა, რომ მასში მითითებული იყო მხოლოდ მანქანის გაყვანის თარიღი და დრო, ხოლო მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა. ამასთანავე, ჟურნალში დანიშნულების ველში ძირითადად აღნიშნული იყო მხოლოდ ქუჩის დასახელება და არა კონკრეტული დანიშნულების ადგილი.

მინისტრის აპარატში სამსახურებრივ ავტომანქანაში საწვავის ფაქტობრივად ჩასხმისა და აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების შესწავლით დაფიქსირდა სამსახურებრივ ავტომობილში სამუშაო და არასამუშაო დღეებში საწვავის ჩასხმის ფაქტები, მაშინ, როდესაც ჟურნალში არ იყო დაფიქსირებული ავტომანქანის მოძრაობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.

ასევე, 2017 წელს დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც მივლინების ბრძანების საფუძველზე, ავტომანქანა უნდა გაეყვანათ, შესაბამისად, მივლინებულ პირებს, თუმცა ჟურნალში მანქანის გაყვანაზე ხელს აწერდა სხვა პირი, რომელსაც დანიშნულებაში მითითებული ჰქონდა ქ. თბილისში არსებული მისამართი, მაშინ როდესაც ავტომანქანაში საწვავის ჩასხმა განხორციელდა ქალაქგარეთ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს სამსახურებრივი ავტომობილის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის წარმოების ფორმალურ ხასიათზე და ავტომანქანების მოძრაობის კონტროლის არარსებობაზე“ ,- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე