ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევი: ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ საფრანგეთის სოლიდარობის და ჯანდაცვის მინისტრმა ანეს ბუზინმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ხუბეის პროვინციიდან ჩასული ტურისტი გარდაიცვალა, რომელიც საფრანგეთში 16 იანვრიდან იმყოფებოდა და სპეციალურ საავადმყოფოში მკარცი იზოლაციის პირობებში 25 იანვარს მოათავსეს.

"მისი მდგომარეობა ძალიან მალე გაუარესდა, რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ბუზინმა.

15 თებერვლის მდგომარეობაში ჩინეთში კორონავირუსით 1523 ადამიანია გარდაცვლილი. დაფიქსირებულია ინფიცირების 66 ათასი შემთხვევა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე