"რუსეთმა მიიტაცა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები"
loader

Breaking news

"რუსეთმა მიიტაცა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები"

  • რუსეთმა მიიტაცა ყირიმი აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები

კიევი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთმა 2014 წელს ყირიმი მიიტაცა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

ამის შესახებ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი იმარჯვებს, 30 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ.

"ზოგიერთ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ სურთ, ჰქონდეთ იმპერია. მოდით ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე ან იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც ის დარღვეული აქვთ, რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსაველთ უკრაინის და საქართველოს ნაწილი", - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, რუსეთის დეზინფორმაციით "ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს".

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებაში, რათა დაეხმაროს ამ მამაც ქვეყანას რუსული აგრესიისგან დაცვაში.

ასევე, პოპმეომ აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებს კიბერუსაფრთხოებაში მოსკოვისგან კიბერშეტევის დაცვის მიზნით.

გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რუსეთი ამტკიცებს, რომ გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" სუფთა კომერციული პროექტია, მაგრამ მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, "მოტყუების უფლებას არ მისცენ" და არ დაავიწყდეთ "გაზის ომი", რომელიც რუსეთმა 2006, 2008, 2009 და 20015 წლებში აწარმოა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე