გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
loader

Breaking news

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

  • გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისი: გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე (61 კგ.) გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოიპოვა. თავისუფალი სტილი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე