"მზადება უკვე დავასრულეთ, შევუტევთ მოულოდნელად, ოპერაცია იდლიბში ძალიან მოკლე დროში დაიწყება"
loader

Breaking news

"მზადება უკვე დავასრულეთ, შევუტევთ მოულოდნელად, ოპერაცია იდლიბში ძალიან მოკლე დროში დაიწყება"

  • მზადება უკვე დავასრულეთ შევუტევთ მოულოდნელად ოპერაცია იდლიბში ძალიან მოკლე დროში დაიწყება

კიევი: თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, სირიაში, იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. 

ერდოღანის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ იდლიბში ახალი ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს, რაც მისივე თქმით, დროის ამბავია.

"ბოლო გაფრთხილებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი თურქეთის და რუსეთის მოლაპარაკებებისგან, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან შორს ვართ დასახული მიზნისგან. ჩვენ მზადება უკვე დავასრულეთ, დავიწყებთ მოულოდნელად. უფრო მეტს გეტყვით: ოპერაცია იდლიბში ძალიან მოკლე დროის ამბავია", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქი სამხედროები იდლიბს არ დატოვებენ, ბაშარ ასადის რეჟიმს კი პროვინციის დასატოვებლად კიდევ აქვს რამდენიმე დღე.

"რეჟიმს დარჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რათა შეწყვიტოს აგრესია იდლიბში და უკან დაიხიოს, ეს ჩვენი ბოლო გაფრთხილებაა", - აღნიშნა ერდოღანმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე