კანადაში 200 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა (ვიდეო)
loader

Breaking news

კანადაში 200 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა (ვიდეო)

  • კანადაში 200 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა 69 კი დაშავდა ვიდეო

კიევი: კანადაში მონრეალთან ახლოს, 200 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა, მათგან 9 მძიმე მდგომარეობაშია.

დაშავებულები ახლო მდებარე სამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაზიანებულია 100-ზე მეტი მსუბუქი და 12 სატვირთო ავტომობილი.

წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური ავტოავარია თოვლისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო მოხდა.

პოლიციის ცნობით, ავტოავარიაში სასკოლო ავტობუსიც მოჰყვა, რომელიც ცისტრენას შეეჯახა, თუმცა შემთხვევას ყველა უვნებელი გადაურჩა.

მომხდარის გამო მაგისტრალზე 10-კილომეტრიანი მონაკვეთი დროებით დაიკეტა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე