გერმანიაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

გერმანიაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

  • გერმანიაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

კიევი: გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად მოკლულია რვა და დაშავებულია ხუთი ადამიანი. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დასავლეთ გერმანიაში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და ადგილიდან ავტომანქანით მიიმალა. 

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი დაკავების მიზნით მასშტაბური ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს, მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, გამოცემა hessenschau.de წერს, რომ სროლა ქალაქის ორ რაიონში მოხდა, ერთ ადგილზე მოკლულია სამი, მეორე ადგილზე კი 5 ადამიანი.

ქალაქი ჰანაუ ფრანფურტიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს შეადგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე