იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
loader

Breaking news

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევი: იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი დაფიქსირდა. 

ქალაქ პადუაში 78 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

აღნიშნულ რეგიონში ვირუსის სულ ორი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

იტალიაში კორონავირუსის გამო ათი ქალაქი იზოლირებულია, დაკეტილია სკოლები და საზოგადოებრივი ადგილები. სულ დაფიქსირებულია 16 შემთხვევა, მათ შორის 14 ლომბარდიის რეგიონში, ორი კი მოსაზღვრე ვენეტოში.

საფრანგეთში გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქის შემდეგ ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2251 ადამიანია გარდაცვლილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე