"ჩემი გზავნილი პუტინისადმი მკაფიოა: არ გაბედო ჩარევა ამერიკულ არჩევნებში და მე როგორც პრეზიდენტი ვიზრუნებ ამაზე"
loader

Breaking news

"ჩემი გზავნილი პუტინისადმი მკაფიოა: არ გაბედო ჩარევა ამერიკულ არჩევნებში და მე როგორც პრეზიდენტი ვიზრუნებ ამაზე"

  • ჩემი გზავნილი პუტინისადმი მკაფიოა არ გაბედო ჩარევა ამერიკულ არჩევნებში და მე როგორც პრეზიდენტი ვიზრუნებ ამაზე

კიევი: The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და ვერმონტის შტატის დემოკრატ სენატორის ბერნი სანდერსის მხარდაჭერას გეგმავს.

ინფორმაცია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება, თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, როგორ აპირებს რუსეთი ამის გაკეთებას.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ინფორმაცია უკვე მიაწოდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სენატორმაც და რუსეთს მოუწოდა, აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს.

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ვინ სურს პრეზიდენად პუტინს. ჩემი გზავნილი  პუტინისადმი მკაფიოა: არ გაბედო ჩარევა ამერიკულ არჩევნებში და მე როგორც პრეზიდენტი ვიზრუნებ ამაზე", - განაცხადა სენატორმა.

რამდენიმე დღის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, რომ რუსეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება და ტრამპს ხელახლა გაპრეზიდენტებაში დაეხმარება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე