ბორჯღალოსნებმა ბელგია 78:6 დაამარცხეს
loader

Breaking news

ბორჯღალოსნებმა ბელგია 78:6 დაამარცხეს

  • ბორჯღალოსნებმა ბელგია 786 დაამარცხეს

თბილისი: საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია ბონუს ქულით, 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების აშკარა უპირატესობით წარიმართა და 33:6 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითო ლელო აკაკი ტაბუცაძის, ვანო კარკაძის, სოსო მათიაშვილისა და ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა, სამი გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა, ტაიმის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა საჯარიმო ლელო დადეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითო ლელო გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა დადეს, ზურაბ ძნელაძემ - დუბლი, აკაკი ტაბუცაძემ პოკერი გააფორმა, თედო აბჟანდაძემ კი ბურთი კიდევ ხუთჯერ გარდასახა.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

რაგბი ევროპის შემდეგი საშინაო მატჩი 14 მარტს, 18:00 საათზე მესხის სტადიონზე გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები რუსეთს ერკინებიან 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე