საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო
loader

Breaking news

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

  • საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

თბილისი: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა.

როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, "ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;

ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა კლუბმა: „ვანის აიეტი“.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე